თბილისში, საგამოფენო ცენტრ "ექსპოჯორჯიაში",საქართველოს პედიატრთა აკადემიის პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიმართა, რომლის ორგანიზატორები დედაქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულო, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია,თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის, ასევე დავით ტვილდიანის სახელობისსამედიცინო უნივერსიტეტი, სამედიცინო კორპორაცია "ევექსი",USAIDSUSTAIN, გენეტიკური და იშვიათი დაავადების საქართველოს ფონდი და "გლობალმედის" პედიატრიული კლინიკაა.
კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა თბილისის საკრებულოს ჯანმრთელობის დაცვისა დასოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ ირაკლი ფავლენიშვილმა, ასევე სხვადასხვასპეციალობის 400მდე ექიმმა საქართველოს ყველა რეგიონიდან და უცხოეთის წამყვანიკლინიკების წარმომადგებლება მიიღეს.
"მოგეხსენებათ, დღეს თბილისში პედიატრთა აკადემიის 2-დღიანი პირველი საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა. კონგრესი წარმომადგენლობითია და მასში მონაწილეობას როგორც ქართველი ექიმები, ასევე უცხოელი სპიკერები მიიღებენ. დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარის - გიორგი ალიბეგაშვილის ხელშეწყობით, დღეს საღამოს ქართველი პედიატრები არაფორმალური მიღების ფარგლებში, უცხოელ სპიკერებს შეხვდებიან და მათ გამოცდილებას გაეცნობიან",-განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ - ირაკლი ფავლენიშვილმა.
დეპუტატმა საკრებულოსა და მერიის ინიციატივაზეც ისაუბრა, რომლის თანახმად, ჯანდაცვა პრიორიტეტად იქნა დასახელებული და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის ხელშეწყობით, ლეიკემიის სამკურნალოდ 4 მილიონი ლარი იქნა გამოყოფილი. ამგვარად, 20 პაციენტს ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ოპერაცია, რომელიც საქართველოში არ კეთდება, საზღვარგარეთ ჩაუტარდებათ’.
კონგრესზე, რომლის მიზანი ქართველი ექიმებისთვის ბავშვის დაავადებათა დიაგნოსტიკისა და მართვის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება იყო, ყველა მოხსენება პირველადი ჯანდაცვისა თუ სტაციონარის პრაქტიკოს ექიმზე იყო ორიენტირებული.