ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ რაიონული საავადმყოფოების გამოსყიდვის მეორე ეტაპი დაასრულა. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. მისი ინფორმაციით, მთლიანობაში გამოსყიდულია 19 რაიონული საავადმყოფო, რომელთაგან 9 კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვალდებულება ვერ შეასრულა.
„ჯამში საუბარია 19 საავადმყოფოზე, საიდან 9 რაიონულ კლინიკასთან მიმართებაში ინვესტორმა ვერ შეასრულა ვალდებულება და კონტრაქტის მიხედვით, მათ დაწესებულებები უკან ჩამოერთვათ.
რაც შეეხება დანარჩენების გამოსყიდვას, ისინი ორი სადაზღვევო კომპანიისგან მოხდა, რაშიც ჯამში სახელმწიფომ 12 მილიონი ლარი გადაიხადა,“ - დასძინა მინისტრმა.