საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ხვალ, ნებისმიერი მსურველისთვის ჰეპატიტზე ტესტირება უფასო იქნება. ამის შესახებ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
„ღონისძიება თავისი შინაარსით დაახლოებით იგივე იქნება, რაც შარშან იყო. ყველა სამინისტრო წარმოდგენილი იქნება თავისი კუთხით. რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს, რამდენიმე აქტივობა იქნება. თუკი შარშან იყო კანის სიმსივნის სკრინინგი, წელს იქნება ჰეპატიტზე ტესტირება. ნებისმიერ მსურველს გავუკეთებთ ამ ტესტებს. ასევე, იქნება ექიმების კონსულტაციები და ძირითადი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.