საქართველოში 2015 წლის 15 მაისის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4951 შემთხვევა.
მათგან 3644 - მამაკაცია, ხოლო 1307 - ქალი. პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ცნობით, შიდსი განუვითარდა 2946 პაციენტს, რომელთაგან 1015 გარდაიცვალა.
მათივე განმარტებით, 2015 წელს გამოვლინდა 256 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 2705 (მათ შორის აფხაზეთში - 328) პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ 1-ელი მაისის მდგომარეობით, შიდსის 235 ახალი შემთხვევა იყო რეგისტირებული.