საქართველოში 2015 წლის 1-ელი მაისის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4930 შემთხვევა, რომელთა შორის 3630 - მამაკაცია, ხოლო 1300 - ქალი.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.
შიდსი განუვითარდა 2946 პაციენტს, 1012 გარდაიცვალა.
2015 წელს გამოვლინდა 235 ახალი შემთხვევა. არვ მკურნალობაზეა 2659 (მათ შორის აფხაზეთში - 328) პაციენტი.