თბილისის 24-ე საჯარო სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევა გამოვლინდა, თუმცა დაავადებატა კონტროლის ცენტრი მიიჩნევს, რომ ამის გამო სწავლის პროცესი არ შეწყდება. ამის შესახებ ჟურნალისტებთან განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა განაცხადა.
,,დაავადების კონტროლის ცენტრმა განათლების სამინისტროს შეატყობინა აღნიშნულ სკოლაში ტუბერკულოზის ოთხი შემთხვევის გამოვლენის შესახებ. შეატყობინეს სკოლასაც. დაავადების კონტროლის ცენტრს ისე აქვს სისტემა, რომ ყველა კავშირს იკვლევს, ვისთან ჰქონდათ ამ ბავშვებს კავშირი, როგორც სკოლის ტერიტორიაზე, საკლასო სივრცეში, ასევე ნათესაურ კავშირებს. შემდეგ ხდება მათი გამოკვლევა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება", - აღნიშნა გიგაურმა.
მისივე თქმით, დაავადებათა კონტროლის ცენტრი განათლების სამინისტროს პერიოდულად აწვდის ამ ღონისძიებების ნუსხას და სკოლები მუდმივად ატარებენ სანიტარულ-ჰიგიენურ