სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის უფროსს თემურ ბარკალაიას პარლამენტში ელოდებიან.
თემურ ბარკალაია ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზე კანონმდებლებს სასწრაფო გადაუდებელი დახმარებისა და სამედიცინო ტრანსპორტირების პროგრამის მიმდინარეობისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაციის მიაწვდის.
კომიტეტის სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.