ქართული მხარე გალის რაიონში რუსეთის საოკუპაციო ჯარების დამატებითი ტექნიკისა და ცოცხალი ძალის შეყვანას აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებს უკავშირებს.
"საზღვრის გამაგრება ხდება და ვფიქრობ ეს ე.წ. არჩევნებს უკავშირდება. გალის რაიონის ტერიტორიაზე ქართული მოსახლეობის უმეტესობა ცხოვრობს, რომელთა ხმებიც აუცილებელია იმისთვის, რომ გამარჯვება ბაღაფშმა მოიპოვოს. დამატებით შეიარაღებას ოკუპანტები ქართულ მოსახლეობაზე ზეწოლისთვის გამოიყენებენ", - აცხადებს საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია.
შეგახსენებთ, რომ წუხელ, რუსმა ოკუპანტებმა გალის რაიონში შეირაღებული 500-კაციანი ცოცხალი ძალა და მძიმე ტექნიკა შეიყვანეს.
ტექნიკისა და ცოცხალი ძალის გადანაწილება ჭუბურხინჯში, საბერიოსა და კიდევ რამდენიმე სოფელში მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.
ჯანშანტექნიკა განათავსეს ენგურჰესთანაც
რუსი ოკუპანტები სავარაუდოდ, ენგურჰესის მიმდებარე სოფლების ოკუპაციას გეგმავენ.
გარდა ამისა, ოკუპანტებმა იმ საგუშაგოების გამაგრებაც დაიწყეს, რომლებიც აგვისტოს ომის შემდეგ დატოვეს.