გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირლიკში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა.
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლი გარდაიცვალა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულია 20 წლამდე ბიჭი.
შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც. იუწყებიან, რომ 2 დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი.