გუშინ თემქის პოლიციასთან ადმინისტრაციული წესით დაკავებული 6 ადამიანიდან 4, მათ შორის მარიამ პაიჭაძე და სონა კალანდაძე დაკავებიდან 24 საათის გასვლის შემდეგ გაათავისუფლეს. ადვოკატის თქმით, მათ მიმართ დაკავების ვადა 48 საათამდე არ გაახანგრძლივეს.
იზოლატორში რჩება თემქაზე დაკავებული გურამ მაცხონაშვილი და რომან აკოპოვი.
შეგახსენებთ, რომ 18 იანვარს თემქის პოლიციის შენობასთან, საპოლიციო რეჟიმის წინააღმდეგ მარშის მიმდინარეობისას, 6 ადამიანი ძალის გამოყენებით დააკავეს. დაკავებულთა შორის იყვნენ გურამ მაცხონაშვილი, მარიამ პაიჭაძე, სონა კალანდაძე, თამარა ჩუმაშვილი, რომან აკოპოვი და მარიამ გილაშვილი.
ფოტო: პუბლიკა