აშშ 2026 წლის განმავლობაში უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის თვეში Patriot-ის 12 ჩამჭრელ რაკეტას აწვდიდა, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს უკავშირდებოდა. უკრაინის საჭიროება კი ბალისტიკური სამიზნეების გასანადგურებლად თვეში დაახლოებით 150 რაკეტას შეადგენს, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.
„მთელი 2026 წლის განმავლობაში უკრაინა აშშ-ისგან Patriot-ისთვის თვეში 12 რაკეტას იღებდა. ახლა, როდესაც წელი დასასრულს უახლოვდება, ამის შესახებ უკვე ღიად შემიძლია საუბარი. მით უმეტეს, ეს ისედაც ყველამ გაიგო - ჩამოგდებული რაკეტების რაოდენობიდან გამომდინარე, რომელთა განადგურებაც, სამწუხაროდ, მცირე რაოდენობით ხერხდება.
რა თქმა უნდა, სხვა ქვეყნებთან მიღწეულმა შეთანხმებებმა გავლენა მოახდინა იმ რაკეტების რაოდენობაზე, რომლებიც უკრაინას Patriot-ის სისტემებისთვის ჰქონდა. თუმცა, ამერიკისგან თვეში 12 რაკეტას ვიღებდით. მიზეზი ახლო აღმოსავლეთია.
წარმოიდგინეთ: ამერიკისგან წელიწადში 150 რაკეტის მიღების იმედი გაქვთ, მაშინ როდესაც თვეში 150 ბალისტიკური რაკეტა უნდა ჩამოაგდოთ“, - განაცხადა ზელენსკიმ სამშაბათს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.