2014 წლის 1-ელი დეკემბრიდან 31-დეკემბრამდე აივ-ით ინფიცირების 51 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით 31 დეკემბრის მონაცემებით ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებულია: აივ-ით ინფიცირების 4697 შემთხვევა. მათგან 3449- მამაკაცი, ხოლო 1248 - ქალი.
პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა. აქედან შიდსი განუვითარდა 2827 პაციენტს, 977 გარდაიცვალა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრის ინფორმაციით 2014 წელს გამოვლინდა აივ-ით ინფიცირების 566 ახალი შემთხვევა. მკურნალობაზეა 2426 (მათ შორის აფხაზეთში - 304) პაციენტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში 2014 წლის 1-ელი დეკემბრის მონაცემებით, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში რეგისტრირებული იყო : აივ-ით ინფიცირების 4646 შემთხვევა, მათგან, 3413 - კაცი, 1233 კი - ქალი.
აღსანიშნავია, რომ პაციენტთა უმრავლესობა 29-დან 40 წლამდეა.