ოკუპირებული აფხაზეთის საჯარო სამსახურებში 2015 წლიდან ხელფასები 36 % - ით გაიზრდება, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ გუშინ, სოხუმში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ,,სახელმწიფოს ვალი" 3, 5 მილიარდ რუბლს შეადგენს, 2015 წისთვის აფხაზეთის საბიუჯეტო სამსახურებში ხელფასები მნიშვნელოვნად მოიმატებს და პენსიონერებსაც ყოველთვიური დახმარება სამჯერ გაეზრდებათ.