საქართველოში დიაბეტით დაავადებულია 100 000-ზე მეტი ადამიანი, - განაცხადა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ დიაბეტით დაავადებულთა საერთაშორისო დღესთნ დაკავშირებით პარლამენტში.
"ეს დაავადება 21-ე საუკუნის მედიცინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს. რამეთუ ამ დაავადებით მსოფლიოში 371 მლ. ადამიანი ფიქსირდება და 280 მლნ. დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშაა. ჩვენს ქვეყანაში დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი 100 000-ზე მეტია. დიაბეტით გარდაცვლილთა 50% 60 წლამდეა. დიაბეტის სიკვდილიანობის 80%-ზე მეტს ადგილი ჰქონდა დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში. ყოველი ორი დიაბეტით დაავადებული ადამიანიდან ერთმა იცის, რომ მას აქვს დიაბეტი", - განაცხადა ხუნდაძემ და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა და მასზე ზრუნვა.