დაავადებათა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ზაფხულის დადგომასთან ერთად აქტიურდება ნაწლავური ინფექციები, რაც განპირობებულია საკვების არასწორ შენახვასთან, ასევე საკვების მომზადების დროს ჰიგიენური წესების დარღვევასთან.
,,ზაფხულის დადგომასთან ერთად მატულობს გასტროენტეროიტების, ანუ ნაწლავთა აშლილობების შემთხვევები. სამწუხაროდ, უკვე გვქონდა სამი პატარა ეპიდაფეთქებაც რაც ძირითადად დამოკიდებულია საკვების არასწორ შენახვასთან, ასევე საკვების მომზადების დროს ჰიგიენური წესების დარღვევასთან. იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნაწლავური ინფექციები აუცილებელია მკაცრად დავიცვათ ჰიგიენური წესები საკვების მომზადებისა და მისი შენახვის დროს", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმნაძემ.
იმნაძე მოსახლეობას რეკომენდაციასაც აძლევს იმისთვის, რომ თვიდან ავიცილოთ ნაწლავური ინფექციები.
,,არის ელემენტარული წესები რომელიც დიასახლისმა აუცილებლად უნდა დაიცვას საკვების მომზადები დროს. მაგალითად, ცალ-ცალკე დაფა უნდა იქნეს გამოყენებული ხორცპროდუქტებისთვის, მწვანილისთვის, ბოსტნეულისთვის, თევზისთვის. Aამავე დროს, უნდა გამოვიყენოთ სხვადასხვა დაფები თერმულად დაუმუშავებელი და დაუმუშავებელი პროდუქტისთვის. Aამის შემდეგ აუცილებელია დაფა თბილ გამდინარე წყალში სარეცხი საშუალების გამოყენებით გაირეცხოს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რომ მაცივარში პროდუქტი შევინახოთ ჭურჭელში. რაც მთავარია ხელების დაბანა არ დაგვავიწყდეს. დამერწმუნეთ თუ ამ წესებს დავიცავთ შევამცირებთ ზაფხულში საკვებისმიერი ინფექციებისა და მოშხამვის ალბათობას", _განაცხადა იმნაძემ.