ხვალ „სამედიცინო კორპორაცია ევექსი" ჩაქვში რეაბილიტაციის ცენტრს გახსნის. ცენტრი მოემსახურება ცერებრული დამბლით და სხვა მძიმე მოტორული პათოლოგიით დაავადებულ ბავშვებს. ცენტრში აგრეთვე განხორციელდება სკოლიოზის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა.
უახლოეს მომავალში ცენტრში ამოქმედდება ბავშვთა აუტიზმისა და სხვა ქცევითი პათოლოგიების სერვისები.