აშშ-ის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, როგორ შეიძლება სტრესმა ინფარქტი ან ინსულტი გამოიწვიოს.
კვლევის შედეგების თანახმად, სტრესის შედეგად ადამიანის ორგანიზმი დიდი რაოდენობით გამოყოფს სისხლის თეთრ უჯრედებს, ლეიკოციტებს.
ჩვეულებრივ პირობებში თეთრი უჯრედები ებრძვიან ინფექციებს, მაგრამ თუ მათი რაოდენობა იზრდება, ისინი ეკრობიან არტერიას, რაც ხელს უშლის სისხლის მიმოქცევას და ხელს უწყობენ ტრომბის წარმოქმნას.
კვლევის დროს მეცნიერები აკვირდებოდნენ ცალკეული კლინიკების რეანიმაციის განყოფილების უმცროს პერსონალს, რომლებსაც გამუდმებით უხდებათ სტრესის ქვეშ ყოფნა.