დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი პაატა იმნაძე ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში აცხადებს, რომ ბოლო დროს გახშირებული ინფექციური ვირუსებისა და მენინგიტის შემთხვევების მატებაში საპანიკო არაფერია, რადგან ისინი ენტეროვირუსებია. როგორც პაატა იმნაძე აცხადებს ამ დროისთვის ენტეროვირუსის 70 შემთხვევაა დაფიქსირებული.
,,გამოვლენილი შემთხვევები არის ენტეროვირუსის მენინგინტები, რომლებიც, საბედნიეროდ, მარტივად მიმდინარეობს. საქართველოში ასეთი ვირუსები ყოველწლიურად ფიქსირდება, დაახლოებით, 150-160 შემთხვევა გვაქვს ხოლმე და ოთხ წელში ერთხელ მისი რაოდენობა უფრო იზრდება. მაგალითად, 2010 წელს 300-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, ასე რომ არავითარი პრობლემა და საპანიკო არაფერი არ არის", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში იმნაძემ.
პაატა იმნაძე მოსახლეობას მოუწოდებს დაიცვან ჰიგიენური ნორმები და ხელები ხშირად დაიბანონ.
,,რეკომენდაცია არის ერთადერთი_ხელების დაბანვა. ბავშვებს უნდა ვასწავლოთ ხელების დაბანვა და სკოლებსა და ბაღებში შესაბამისი პირობები უნდა შევუქმნათ", _განაცხადა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, რომ ექიმების თქმით, ბოლო სამი კვირის განმავლობაში ინფექციური მენინგიტის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა.