7 მაისს, შუახევის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის პედაგოგები, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები, სხვა საჯარო სამსახურების წარმომადგენლები და თემის რწმუნებულები სისხლს უანგაროდ გაიღებენ.
შეგროვებული სისხლი ჯანმრთელობის ცენტრ "მედინას" სისხლის ბანკს და შპს „ჰემა 2012"-ს გადაეცემა. აღნიშული დაწესებულებების წარმომადგენლები სისხლის შესაგროვებლად ადგილზე მთელი დღის განმავლობაში იმუშავებენ. აქცია ჩატარდება შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობაში.
უანგარო დონაციის აქცია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით და შუახევის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და შუახევის რესურცენტრის მხარდაჭერით გაიმართება. მსგავსი აქცია უკვე ჩატარდა ხულოს მუნიციპალიტეტში, მასში მონაწილეობა მიიღო 120-მდე ადგილობრივმა.
ინფორმაცია სისიხლის გაღების მსურველთათვის: სისხლის გაღების მსურველთა ასაკი განისაზღვრება 18-დან 60 წლამდე. დონორი არ უნდა იყოს ბ და ჩ ჰეპატიტის ვირუსის მატარებელი, სტომატოლოგთან ვიზიტიდან უნდა იყოს გასული 2-3 თვე, თუ აქვს ტატუ, უნდა იყოს გასული ერთი წელი გაკეთებიდან, სისხლის აღება არ შეიძლება ორსულისთვის და მეძუძური დედისთვის. დონორს ბოლო 1 წლის განმავლობაში არ უნდა ქონდეს გაკეთებული ქირურგიული ოპერაცია, არ უნდა ქონდეს მენსტრუალური ციკლი (დამთავრებული უნდა იყოს 3-4 დღის და არ უნდა იწყებოდეს 3-4 დღეში) არ უნდა იყოს აცრილი ბოლო 2 თვის განმავლობაში, ასევე არ უნდა ჰქონდეს მიღებული ალკოჰოლი ბოლო 24 საათის განმავლობაში, დონორის წონა უნდა იყოს 55 კგ-ზე მეტი ქალბატონები, 65 კგ-ს ზემოთ მამაკაცები, ასევე დონორი უნდა იყოს ნასაუზმევი და თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. განმეორებითი დონაცია შესაძლებელია 2 თვის შემდეგ.