აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ და აჭარის ა/რ განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველმა მოადგილემ სულიკო თებიძემ, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ქვეპროგრამის ,,დაავადებათა პრევენცია და პროფილაქტიკის" ღონისძიების - ,,ავადობის აქტიური გამოვლენა სამიზნე ჯგუფში" ფარგლებში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მემორანდუმის ფარგლებში სს "საზღვაო ჰოსპიტალი" განახორციელებს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ - ტერიტორიულ ერთეულებში - ქალაქ ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი, ქედა, შუახევი, ხულო - ზოგადასაგანმანათლებლო დაწესებულებების პირველი-მერვე კლასის მოსწავლეთა (36 378 მოსწავლე) სამედიცინო - პროფილაქტიკურ შემოწმებას; მისწავლეებს ჩაუტარდებათ პედიატრის, ოკულისტის, ენდოკრინოლოგის, ორთოპედის კონსულტაციები.
პირველადი დიაგნოზის დაზუსტების მიზნით საჭიროების შემთხვევაში (მთელი წლის განმავლობაში) განხორციელდება რენტგენოლოგიური, ექოსკოპიური, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონალური გამოკვლევა, ვიზომეტრია, ავტორეფრაქტომეტრია, ტონომეტრია, აუდიოგრამა და სხვა.
დიაგნოზის დაზუსტების მიზნით ჩატარდება სკრინინგის შემდგომი კონსულტაცია.
შეიქმნება მონაცემთა რეგისტრი (ელექტრონული ბაზა),
ჩატარდება მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი/ინტერპრეტაცია.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო იღებს ვალდებულებას მისი ტერიტორიული ორგანოების (რესურსცენტრები) მეშვეობით ხელი შეუწყოს ღონისძიების შეუფერხებელ მიმდინარეობასა და ორაგნიზება გაუწიოს სკოლის მოსწავლეთა მობილიზაციას.