ამერიკელი მეცნიერები იუწყებიან, რომ მათ, კიდევ ერთი ბავშვი განკურნეს, რომელიც შიდსით დაბადებიდან იყო დაავადებული. მათი ინფორმაციით, განკურნება აგრესიული თერაპიის საშუალებით განხორციელდა, ბავშვის დაბადებიდან რამდენიმე საათში. ინფორმაციას ამის შესახებ „ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ამ შემთხვევის დეტალები ბოსტონში შიდსის პრობლემებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე განიხილეს.
მედიკოსებმა განაცხადეს, რომ გოგონა, რომელიც ახლა მხოლოდ 9 თვისაა სავადაუდოდ შიდსისაგან განიკურნა.
ეს შემთხვევა ადასტურებს მკურნალობის ამ მეთოდის ეფექტურობას, რომელიც სწრაფ თერაპიულ ჩარევას ითვალისწინებს, მანამ ვიდრე ვირუსი ორგანიზმში გამაგრდება და ფეხს მოიდგამს.
ერთ ერთი მკვლევარის განცხადებით, კლინიკური ცდები 50 ჩვილის მონაწილეობით, რომლებიც ამ ინფექციით დაიბადნენ სამი თვის განმავლობაში დაიწყება.
მასალის გამოყენების პირობები