ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ ბანანის წვენი შესაძლოა გამოყენებულ იქნას სხვადასხვა დაავადების, მათ შორის გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის დაავადებების წინააღმდედ სამკურნალოდ.
ბანანი შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც დადებით გავლენას ახდენს კუჭ-ნაწლავის ტრაქტზე. დიეტოლოგები იძლევიან რჩევებს, რომ ბანანის გამოყენება ასევე კარგია კუჭის წყლულის დროს, რადგანაც შემცველი ნივთიერებები ტკივილის წარმომქმნელ ბაქტერიებს კლავს. განსაკუთრებით სასარგებლოა ბანანის რძესთან ერთად მიღება. ბანანის წვენის, ან ფაფის მიღება დადებითად მოქმედებს ჰიპერტონიით დაავადებულებზე. ნაყოფის შემცველი კალიუმი ამაგრებს გულის სისხძარღვების კედლებს. ბანანის წვენი ხელს უწყობს სისხძარღვების გაწმენდას შლაკებისგან და მისი გამოყენება სასარგებლოა ათეროსკლეროზის დროსაც. ბანანი ხელს უწყობს ორგანიზმში მხიარულების ჰორმონის - სეროტონინის წარმოქმნას, რაც განაპირობებს ადამიანებში დადებით ემოციებსა და განწყობებს.