შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ჯაშმა ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის წესი განმარტა.
მისივე გაცხადებით, ფასდაკლებით სარგებლობის უფლების მისაღებად, დაინტერესებულმა პირებმა 1-ელ თებერვლიდან (კვირის გარდა ) უნდა მიმართონ სოციალური მომსახურები სააგენტოს ან მის ტერიტორიულ სამსახურებს და წარმოადგინონ ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომელიც უნდა მოიცავდეს ჩატარებული კვლევებისა და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობის შესახებ.
სააგენტოში განცხადების ჩაბარების შემდეგ, პირის დოკუმეტაცია განიხილება „ცე ჰეპატიტით დაავადებული პირებისათვის, ცე ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტებზე შეღავათით სარგებლობის უფლების განმსაზღვრელი კომისიის" მიერ.
კომისიის გადაწყვეტილების შესახებ, საბუთების ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ეცნობება განმცხადებელს.
დადებითი პასუხის შემთხვევაში 1-ელი ივლისიდან, მედიკამეტების შეძენა შესაძლებელი იქნება: თბილისში იოსებიძის ქ. N60; ქუთაისი ბროსეს ქ. N5; ბათუმი გოგებაშვილის ქ. N32;