ყაზახეთში, ალმა-ატაშიის მხარეში, კაზილ-აგაშის წყალსაცავზე მომხდარი კატასტროფისა და შედეგად გამოწვეული წყალდიდობის გამო დაღუპულთა რაოდენობამ 35-ს მიაღწია. საავადმყოფოში მოთავსებულია სოფელ კაზილ-აგაშის 500-მდე მოსახლე, რამდენიმე ათეული სახლი საცხოვრებლად უვარგისია.
მთელ რიგ სოფლებში დატბორილია საცხოვრებელი სახლები, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. რეგიონში შეწყვეტილია სარგინიგზო მიმოსვლა, ასევე დაკეტილია საავრტომობილო გზები.
ქვეყნის პრეზიდენტის ნურსულთან ნაზარბაევის განკარგულებით შექმნილია წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციისა კომისია.
კაზილ-აგაშში ნალექებმა და თოვლის დნობამ გამოიწვია დამბის გარღვევა და წყალსაცავის კაშხლის დაზიანება