აშშ-მ ისრაელი ბოლო დიპლომატიური სკანდალისთვის მწვავედ გააკრიტიკა.
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის და ისრაელის პრემიერის ბენიამინ ნეტანიაჰუს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს პოლიტოლოგები საკმაოდ მწვავედ აფასებენ.
სახელმწიფო მდივნის თანაშემწის საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის საკითხებში ფილპ კროულის განცხადებით, ჰილარი კლინტონმა ისრაელის პრემიერს განუცხადა, რომ ისრაელის გადაწყვეტილება აღმოსავლეთ იერუსალიმში 1 600 ერთეული საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შესახებ აშშ-ს პოზიციის ეწინააღმდეგება.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული განცხადება ისრაელში აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ჯოზეფ ბაიდენის ვიზიტს დაემთხვა.
ჰილარი კლინტონმა ისრაელის მთავრობის მეთაურს ნათლად განუმატა, რომ აშშ ისრაელის განცხადებას საკმაოდ ნეგატიურ სიგნალად მიიჩნევს და ის აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის ვიზიტის მიზნებს ეწინააღმდეგება.
ამასთან, სახელმწიფო მდივანი განმარტავს, რომ ობამას ადმინისტრაცია ისრაელის ამჟამინდელ ქმედებას სამშვიდობო პროცესის ნდობას და ეჭვქვეშ აყებენს დამიიჩნევს, რომ ისრაელის მთავრობამ სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერა არ მხოლოდ სიტყვებით, არამდე კონკრეტული საქმებით უნდა დადასტუროს.