იტალიის პრემიერის სილვიო ბერლუსკონის წინააღმდეგ გენერალურ პროკურატურაში საქმე აღიძრა.
ბერლუსკონის წინააღმდეგ გამოძიება სახელმწიფო ტელეკომპანია "RAI"-ს ხელმძღვანელობაზე ზეწოლის ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიის მთავრობის მეთაური ტელევიზიის ხელმძღვანელობისგან ოპოზიციური შინაარსის პოლიტიკური გადაცემის _ Annozero, დახურვას მოითხოვდა, სადაც მთავრობის და პირადად პრემიერის კრიტიკა ხშირად ისმის.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიცია ბერლუსკონს და მთავრობას იტალიური მედიაზე სრული კონტროლის განხორციელების მცდელობაში უკვე დიდი ხანია ადანაშაულებს და მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ტელეკომპანიის ხელმძღვანელობაში "საკუთარი ხალხი" მოყვანა.
თავად ბერლუსკონი გამოძიების დაწყებას ოპოზიციის მხრიდან "ბინძური თამაშად" აფასებს და აღნიშნავს, რომ მის მოწინააღმდეგები მართლმსაჯულებას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ.