ლატვიის პრეზიდენტი ვალდის ზატლერსი მოსკოვს 9 მაისს ესტუმრება, სადაც მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 65 წლისთავისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.
ამის შესახებ ლატვიის საგარეო უწყების სახელმწიფო მდივანმა ანდრეს ტეიკმენისმა განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ლატვიის პრეზიდენტმა მას შემდეგ მიიღო, რაც რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრ ვლადიმერ პუტინისგან ღონისძიებებზე დასწრების ოფიციალური მოწვევა მიიღო.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ პუტინისა და ზატლერსის შეხვედრაზე, რუსეთის პრემიერმა ქვეყნებს შორის პოლიტიკურ კონტაქტებში არსებული პაუზის და სავაჭრო-ეკონომიკურ კავშირების აღდგენის სურვილი გამოთქვა, რასაც თავის მხრივ ლატვიის პრეზიდენტიც დაეთანხმა.
შეგახსენებთ, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულება ევროპაში 8 მაისს აღინიშნება, ხოლო რუსეთი ფაშისტურ გერმანიაზე "გამარჯვების დღეს" ტრადიციულად 9 მაისს ზეიმობს.