კბილის ჯაგრისი „ჭკვიანდება". უკვე შექმნილია ჯაგრისი, რომელიც ამჯერად უკვე ინტერნეტთანაა მიერთებული.
Consumer Electronics Show- ზე ფრანგულმა კომპანიამ კბილის ჯაგრისი - Kolibree - წარმოადგინა, რომელიც წინამორბედებისგან რადიკალურად განსხვავებული თვისებებითაც გამოირჩევა. როგორც Kolibree-ის შემქმნელი ლოიკ ცესსოტი განმარტავს, სიახლის მიზანი კბილების არა ძლიერი გახეხვა, არამედ ჭკვიანურად გახეხვაა.
Kolibree-ს გააჩნია სპეციალური სენსორი, რომლის საშუალებითაც კბილებზე ქვების აღმოჩენა და მისი მოშორება თავისუფლად ხდება შესაძლებელი.
„ჭკვიანი" კბილის ჯაგრისი ინფორმაციას სმარტფონზე გზავნის. რაც მშობლებს მისცემს იმის საშუალებას, რომ მათ საკუთარი შვილების კბილები აკონტროლონ.
„ჭკვიანი" კბილის ჯაგრისი გაყიდვაში მიმდინარე წლის მესამე კვარტლიდან ჩაეშვება და მისი ღირებულება 99 დოლარიდან 200 დოლარამდე ეღირება, რაც თავის მხრივ ჯაგრისის მოდელზე იქნება დამოკიდებული.