რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო აცხადებს, რომ რუსეთის ფედერაცია არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას, მაგრამ მზადაა "ამ ქვეყნის საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებთან, ჯერძოდ, კი ზურაბ ნოღაიდელთან და ნინო ბურჯანაძესთან დიალოგი აწარმოოს.
"არ ვაპირებთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას, იმ ჩიხიდან გამოსავალი კი, რომელშიც ქვეყანა თბილისის ახლანდელმა რეჟიმმა მოაქცია, თავად ქართველმა ხალხმა უნდა იპოვოს", _ განაცხადა ნესტერენკომ.
მისი თქმით, რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობების დანგრევის კურსი, რომელსაც ატარებს სააკაშვილის რეჟიმი, სულ უფრო მეტად და მეტად აშფოთებს საქართველოს საღად მოაზროვნე პოლიტიკოსებს.
"მზად ვართ მათთან ყველასთან ვაწარმოოთ დიალოგი, მათთან ვისაც ესმის, ამ ხაზის ზიანი საქართველოს ხანგრძლივვადიანი ინტერესებისათვის. მათ შორის კი არიან ისეთი პოლიტიკოსები, როგორებიცაა მაგალითად საქართველოს ექს-პრემიერი ზურაბ ნოღაიდელი და პარლამენტის ყოფილი სპიკერი ქალბატონი ბურჯანაძე", _ განაცხადა ნესტერენკომ.