ახალმა ნათებამ აღმაშენებლის ხეივანში მდებარე ცენტრალური პავილიონის უკან კიდევ ერთ მაღაზია-სალონი გახსნა.
400 კვმ-ზე განთავსებული shop in shop ტიპის სალონი ახალი შენობის 1 სართულზეა განთავსებული და ისევე როგორც ფორუმი ახალი ნათებისგან თვისობრივად განსხვავდება ახალი ნათების ქსელური მაღაზიებიდან, რადგან აქ განათებასთან ერთად ავეჯი და აქსესუარებია წარმოდგენილი.
მაღაზია-სალონში წარმოდგენილია უმაღლესი ხარისხისა და ხელმისაწვდომი ფასის მქონე პროდუქცია, რომელიც გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე, განსხვავებით იმ პროდუქციისგან, რომელიც არის წარმოდგენილი ფორუმში ახალი ნათებისგან.
გამოფენილი ავეჯი არის ახალი სიტყვა ქართულ ბაზარზე 3 ძირითადი კომპონენტის გათვალისწინებით: ხარისხი, სტილი და ფუნქცია.
ხარისხი: წარმოდგენილი ავეჯი არის უმაღლესი ხარისხის მასალისგან დამზადებული, როგოც ტექსტილის ასევე ხისა და სხვა.
სტილი: წარმოდგენილი ავეჯის შემუშავების პროცესში ჩართული იყო არაერთი ევროპელი დიზაინერი (იტალია, ავსტრია), რომლებმაც შესძინეს განსხვავებული და დახვეწილი იერი ამ პროდუქციას და შეუსაბამეს თანამედროვე სტანდარტებს.
ფუნქცია: წარმოდგენილია ავეჯი, რომელიც არის გამორჩეული ფუნქციურობის თვალსაზრისით: მაგალითად, რბილი ავეჯი გარდასახვის რამდენიმე ფუნქციით, რაც განსაკუთრებით მოსახერხებელია შედარებით მცირე ფართის მქონე სახლების, ოფისებისა თუ სხვა დანიშნულების ინტერიერებისათვის. ავეჯი DIY (Do It Yourself) ტიპის, სადაც თავად შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ავეჯის ნაწილები თავად აარჩიოთ და თავად კონსტრუქტორის პრინციპით ააწყოთ სასურველი კარადა ან მთლიანად ინტერიერი.
ახალ მაღაზია-სალონში დასაქმებულია კარგად დატრენინგებული და კვალიფიციური კადრები. წარმოდგენილი სანათების, ავეჯისა და აქსესუარების რაოდენობა 260 დასახელებას აღემატება.