მომხმარებელის უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით, „თეგეტა მოტორსმა" კიდევ ერთი აქცია წამოიწყო. კომპანიამ ავტომფლობელებს ყველაზე დაბალ ფასებთან ერთად, საბურავებზე, დამატებით 15%-იანი ფასდაკლება შესთავაზა. აქციის ფარგლებში, მომხმარებლებს, ფასდაკლებასთან ერთად, 0%-იანი განვადებით სარგებლობაც შეეძლებათ.
აქცია ძალაშია 2014 წლის 15 იანვრამდე და ვრცელდება ყველა ზომისა და ბრენდის ზამთრის საბურავზე მსუბუქი და 4X4 ავტომობილებისთვის.
აღნიშნული აქციით სარგებლობა შეუძლიათ როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს. საბურავების შეძენა მომხმარებლებს „თეგეტა მოტორსის" ნებისმიერ ფილიალში შეეძლებათ.
„თეგეტა მოტორსის" 18 წლიანი გამოცდილება და კვალიფიცირებული კადრები დაეხმარებიან მომხმარებელს, სასურველი საბურავის სწორად შერჩევაში. კომპანია მომხმარებელს საბურავების სპეციალურ პირობებში შენახვის სერვისსაც სთავაზობს.
კომპანია მოუწოდებს მომხმარებელს, უსაფრთხოებაზე ზრუნვის მიზნით, დროულად გამოცვალონ საბურავები, რადგან ზაფხულის საბურავის ქიმიური შემადგენლობიდან გამომდინარე, ზამთარში ის უფრო ხისტი ხდება, რაც ამცირებს მის მოჭიდების მაჩვენებელს. მოყინულ საფარზე კი, შესაძლოა, სამუხრუჭე მანძილი გასამმაგდეს კიდეც.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილისთვის ზამთარი მაშინ დგება, როდესაც ტემპერატურა +7° ცელსიუსამდე ჩამოვა. ამ დროს საბურავის ქიმიური შემადგენლობა იცვლება, კარგავს თავის თვისებებსა და ფუნქციებს და ზაფხულის საბურავი ზამთარში გამოუსადეგარი ხდება.