იულია ტიმოშენკოს ბლოკმა ახალი კოალიციის მწვავე ოპოზიციაში გადასვლის შესახებ ოფიციალური განცხადება გააკეთა და ქვეყნის სხვა ძალებსაც მათთან შეერთებისკენ მოუწოდა.
"ამ დილით ფრაქციის სხდომაზე ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, უკვე ხელმოწერილია ოქმიც და განცხადებაც იმის შესახებ, რომ ჩვენ გადავდივართ ოპოზიციაში კოალიციური ხელისუფლების მიმართ. თუკი ვინმეს სურს ოპოზიციაში ყოფნა, შემოგვიერთდეს, იმიტომ რომ რეგლამენტში არის ნორმა, რომელიც ოპოზიციური სადეპუტატო გაერთიანების ფორმირებას გულისხმობს", _ განაცხადა ფრაქცია იულია ტიმოშენკოს ბლოკის თავმჯდომარის მოადგილემ ანდრეი კოჟემიაკინმა.
მანვე დასძინა, რომ "მომავლის მთავრობის" ოპოზიციური შემადგენლობის ფორმირებას ახლა ხდება.