ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი მომვალ კვირას მოსკოვს ეწვევა. აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო მდივნის აპარატში უკვე დადასტურეს.
მათი ინფორმაციით, კლინტონი ვიზიტის ფარგლებში ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შეხვედრას დაესწრება, რის შემდეგაც რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრას გამართავს.
სახელმწიფო მდივნის რუსეთის დედაქალაქში ვიზიტის სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია.
ახლო აღმოსავლეთის კვარტეტის შეხვედრა მოსკოვში 19 მარტს გაიმართება.