პალესტინის ნაციონალური ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაჰმუდ აბასმა განაცხადა, რომ იგი არ აპირებს ისრაელთან არაპირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას "ახლანდელ პირობებში". განცხადება ამის შესახებ მან არაბეთის სახელმწიფოების ლიგის გენერალურ მდივანთან ამრომ მუსასთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
მუსას თქმით, პალესტინელმა ლიდერმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო მას შემდეგ რაც ისრაელის შს სამინისტრომ განაცხადა, რომ იგი აღმოსავლეთ იერუსალიმში ებრაული დასახლებისათვის 1600 ერთეული საცხოვრებელის აგებას აპირებს.
"პალესტინელმა ლიდერმა გადაწყვიტა არ დაიწყოს მოლაპარაკებები ამ ეტაპზე. ახლანდელი პირობების გათვალისწინებით, პალესტინური მხარე არ არის მზად მათ ჩასატარებლად. ყველა კონტაქტი შეწყვეტილია", _ განაცხადა მუსამ.
თავად მუსა კი აცხადებს, რომ "თუ ისრაელის გეგმების შეჩერება ვერ მოხერხდა, რომელიც ცდილობს ოკუპირებულ პალესტინურ ტერიტორიაზე დემოგრაფიული და გეოგრაფიული სურათი შეცვალოს წარმატებით არ დასრულდება, თავად ლიგაც მათ უსარგებლო მოლაპარაკებებად მიიჩნევს.
მუსამ ასევე აღნიშნა, რომ პალესტინამ ისრაელთან ყველანაირი კონტაქტი მას შემდეგ გაწყვიტა, რაც ისრაელმა ფართომასშტაბიანი სპეცოპერაცია "ჩამოსხმული ტყვია" განახორციელა, რომლის შედეგად 1, 500 ზე მეტი პალესტინელი დაიღუპა.