შესაბამისი უწყებები მზად არიან იმ გამოწვევებზე სათანადო პასუხისთვის, რასაც გარედან, თუ შიგნიდან გვახვევენ ის ადამიანები, რომლებსაც განზრახული აქვთ, საქართველოში ძალადობრივი გზით შეიცვალოს ხელისუფლება, რადგან ფიქრობენ, რომ არჩევნებით დღეს ხელისუფლების შეცვლა ოპოზიციას არ შეუძლია, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოც...
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“კანონში შესატან ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა. კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტის მიზანია ისეთი საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც შ...
უნიკალური შესაძლებლობები იხსნება ჩვენ წინაშე, რომლის ხელიდან გაშვებას მომავალი თაობები არ გვაპატიებენ. მე ვერ შევძელი უკრაინაში დიდი ომის თარიღების ზუსტი პროგნოზირება, მაგრამ რაღაც ძალამ ჩამომიყვანა საქართველოში, ამავე ძალამ გადამარჩინა 50-დღიანი შიმშილობის, განსაკუთრებით კი, მოწამვლის დროს, ეს მარწმუნებს, რომ ჩემს სა...
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინასა და ევროკავშირს შორის არასრული გაწევრიანების შესახებ დისკუსიები არ მიმდინარეობს. მისივე თქმით, ევროკავშირში მიღწეულია კონსენსუსი უკრაინის გაწევრიანებაზე და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ამის შესახებ დმიტრო კულებამ კიევში ევროკავშირის საგარეო საქმეთა არა...
ჩემი ნებისგან სრულიად დამოუკიდებელი ორი მიზეზი აბსოლუტურად შეუძლებელს ხდის, შევასრულო ჩემი წარმომადგენლობითი მოვალეობა „ევროპალია საქართველოს“ ინაუგურაციის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წერილშია ნათქვამი, რომელსაც ბელგიის მეფ...
სუს-მა არარსებული მტერი გამოიგონა და საკუთარ თავს მოუძებნა საქმე, რომ ამ „მტრებმა“ ვერ მოუწყონ არარსებული და არშემდგარი რევოლუცია, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა. „ზოგადად, პოსტსაბჭოთა ქვეყანაში და საბჭოთა სისტემაში უშიშროების სამსახურების მოვალეობა იყო, შეინარჩუნოს...
ბაკურიანში, სამცხე-ჯავახეთისა და სხვა რეგიონების წარმომადგენელმა ახალგაზრდებმა RDYE პროექტის ინტენსიური ბიზნეს გადამზადების ტრენინგ-კვირეული (BET / Business Excellence Training) დაასრულეს. ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“...
ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია „სუსისა“ და ღარიბაშვილის მიერ „რევოლუციურ სცენარებზე“ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც გიგა ბოკერიამ აღნიშნა, „სუსისა“ და ღარიბაშვილის განცხადებები კვლავ ემსახურება ანტიდასავლურ პროპაგანდას, ომის შიშის დანერგვასა და ბოდვას, რო...
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, თენგიზ ნასარიძემ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ გააკეთა განმარტება და აღნიშნა, რომ ყველა მევენახე, ვისაც სტიქიისგან სრულად დაუზიანდა ყურძენი, ერთ ჰექტარზე 3...
„კენჭსაყრელ საკითხებში კვლავ გვრჩება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობის ოთხი კანდიდატურიდან ორის არჩევა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ ამ საკითხზე უმრავლესობასთან კონსულტაცია გამართოს“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ...
დღეს ჩვენი ერთ-ერთი მხარდაჭერის პროექტის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია და არსებითად არასწორად ასახავს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს, USAID-ი საქართველოს მოსახლეობას 1992 წლიდან უჭერს მხარს, როგორც ყოველთვის, ეს მხარდაჭერა გამჭვირვალეა და მივესალმებით ნებისმიერ შესაძლებლობას, განვიხილოთ ყვე...
საერთაშორისო დაჯილდოება World travel awards წელს საქართველოში პირველად გაიმართა. ღონისძიებაზე ავტოგაქირავების კომპანია Europcar Georgia World Travel Awards-ის საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი გახდა. გამარჯვება ნომინაციაში „საქართველოს ლიდერი ავტოგაქირავების კომპანია“ Europcar Georgia-მ წელს უკვე ...
ეროვნული ბანკის ინიციატივით, განათლების საერთაშორისო გამოფენას წელს საქართველოს საფინანსო სექტორიც შეურთდა. ღონისძიება 6-7 ოქტომბერს, ექსპოჯორჯიაში გაიმართება. გამოფენაში მონაწილეობის მიზანი ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მოსახლეობის ფინანსური განათლება საქართველოს ეროვნული ბანკის ერთ-ერთი პრიორიტეტი...
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, ვიცე-პრემიერის, თეა წულუკიანის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საერთაშორისო ასპარეზზე სახელმწიფოს ინტერესებს დიდი ხანია, არ იცავს და არ მუშაობს ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ამის შესახებ თეა წულუკიანმა ბრიფინგზე ისაუბრა. მას ა...
ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ვერანაირ არეულობას ვერ შეიწყნარებს. ასეთი არეულობა არ იქნება დაშვებული და ვერც ვერავინ შეძლებს ამ არეულობის წარმატებით განხორციელებას, აქ არ არის მორყეული სახელმწიფო და არც მორყეული ხელისუფლება, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკ...