"საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს", - ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.
ჰერჩინსკის თქმით, ის შეჩერებული იქნება მანამდე, ვიდრე საქართველო ევროკავშირის ღირებულებებისა და პრინციპებისგან დაშორებას გააგრძელებს.
„დღეს, ერთი წლის შემდეგ, სამწუხაროდ, ბევრი არაფერი გვაქვს საზეიმო. საქართველოს მთავრობის მოქმედების კურსის გამო, ევროკავშირის ლიდერებმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი შეაჩერეს. ის შეჩერებული იქნება იქამდე, სანამ საქართველო ჩვენი ღირებულებებისგან დაშორებას გააგრძელებს.
საქართველოს კანდიდატი სტატუსი მიენიჭა იმის გათვალისწინებით, რომ გადაიდგმებოდა 9 ნაბიჯი. საწმუხაროდ, საქართველოს ხელისუფლების მხირდან არ იყო საკმარისი პოლიტიკური მზაობა აუცილებელი რეფორმების განსახორციელებლად.
გასული წლის ანგარიშის შემდეგ, საქართველოს უმნიშვნელო წინსლვა ჰქონდა. დღევანდელი ანგარიში დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლასთან, არჩევნებთან, ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული ნაბიჯების მიმართებით აშკარა უკუსვლაზე მიუთითებს.
ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ უკუსვლა მოხდა იმ სფეროში, რომელსაც ეხება ყველაზე მნიშნელოვანი თავი, სასამართლო სისტემა და ფუნდამენტური უფლებები. ეს უპრეცედენტოა ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის დამსახურებაზე დაფუძნებული. ის სრულად დამოკიდებულია თითოეული ქვეყნის მიერ ობიექტურ წინსვლაზე. წელს საქართველომ უკან დაიხია.", - ამბობს პაველ ჰერჩინსკი.