"დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე", - ამის შესახებ ევროკომისიის ვრცელ ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს ეხება.
დოკუმენტის თანახმად, წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რომელიც რეკომენდაციებში აქამდეც ხაზგასმული იყო.
"მიუხედავად იმისა, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროსაბჭომ საქართველოს მიანიჭა კანდიდატის სტატუსი, მისი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ამავდროულად დე-ფაქტო შეჩერებულია 2024 წლის გაზაფხულიდან საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ქმედებების გამო. 2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეებმა საპარლამენტო არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა. ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) ერთობლივი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინასწარი დასკვნებით გამოვლინდა რამდენიმე ხარვეზი, რომლებიც დაძაბულ და ძლიერ პოლარიზებულ გარემოში მოხდა. დაფიქსირებული დარღვევები მოიცავს, მათ შორის, საარჩევნო პროცესში ბოლოდროინდელ საკანონმდებლო ცვლილებებს, ხმის საიდუმლოებასთან დაკავშირებულ დარღვევებს, პროცედურული შეუსაბამობებს, დაშინებასა და ზეწოლას ამომრჩევლებზე, რამაც უარყოფითად იმოქმედა პროცესისადმი საზოგადოების ნდობაზე. ეს წინასწარი დასკვნები ადასტურებს ყოვლისმომცველი საარჩევნო რეფორმის აუცილებლობას, რაც უკვე იყო ხაზგასმული წინა საკვანძო რეკომენდაციებში. გარდა ამისა, უცხოელი აგენტების შესახებ კანონის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა შეწყვიტეს 2023 წლის ოქტომბრის თანამშრომლობის მემორანდუმი პარლამენტსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის ეროვნულ პლატფორმას შორის. საანგარიშო პერიოდში არ იყო პროგრესი საკონსულტაციო პროცესებში ან კანონპროექტებში და პოლიტიკის დოკუმენტებში წვლილის შეტანის კუთხით, არც სამოქალაქო საზოგადოებასთან სტრატეგიული ჩართულობის კუთხით", - წერია ანგარიშში.