საქართველოს მთავრობა ევროკავშირს შორდება, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
„ბოლო პერიოდში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ვხედავთ კონსოლიდირებულ ტენდენციას. ქვეყანა შორდება ევროპულ გზას, მის ღირებულებებს და პრინციპებს. ჩვენს ანგარიშში წარმოდგენილია ნათელი გზა ხელახალი ჩართულობისთვის, თუ საქართველოს ხელმძღვანელობის მხრიდან იქნება პოლიტიკური ნება. ჩვენ გთავაზობთ მკაფიო გზას ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე ხელახალი ჩართულობისთვის. უცხოური გავლენის შესახებ კანონის გაუქმება, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოებასა და მედია ორგანიზაციაზე უარყოფითი ეფექტი აქვს, ასევე ე.წ. ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონის, რადგან დისკრიმინაცია არ არის ღირებულება ჩვენს ევროკავშირის ოჯახში. ეს იქნება კონკრეტული ვალდებულების პირველი ნიშნები საქართველოს ხელმძღვანელობისგან. ძალზე მნიშვნელოვანია, თვალყური ვადევნოთ მომდევნო დღეებში განვითარებულ მოვლენებს იმ დარღვევების გამოძიების შესახებ, რაც დაფიქსირდა საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფების მიერ“, – აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.