ქართული მხარე რუსეთს, მსოფლიო სავაჭრო ორაგნიზაციაში გაწევრიანებასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების დაწყებას სთავაზობს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ფედერაციას მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას და დიალოგის დაწყებას სთავაზობს. დიალოგის ფა...
"ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის განცხადებით, თანამშრომლობის კარი, რომელიც ყველასთვის ღიაა, ნინო ბურჯანაძისთვის დაიხურა. "ყველასთან ვითანამშრომებ ამ ხელისუფლების ჩამოსაგდებად და სამართლიანობის აღსადგენად. ყველასთვის ყველა კარი ღიაა. მაგრამ ყველა კარი დაიხურა ნინო ბურჯანაძისთვის და ბადრი ბიწაძისთვის. მათთან ერთ მ...
სკოლებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით შესული მანდატურები, ერთი სამუშაო დღით საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა შეცვალეს. რამდენიმე ჟურნალისტმა და პოპულარულმა ტელეწამყვანმა სურვილი გამოთქვა ერთი დღე სკოლაში მანდატურის ამპლუაში გაეტარებინათ და თავად გამოეცადათ რას აკეთებენ მანდატურები. დილის 9 საათიდა...
კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და მილანის "ინტერის" თავდასხმელი სამუელ ეტოო აფრიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან ეს ტიტული მეოთხედ მოიპოვა და ამ მხრივ აბსოლუტური რეკორდი დაამყარა. აფრიკის საფეხბურთო კონფედერაციის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში ეტოომ კოტ დივუარელ დიდიე დროგბას და...
რუსეთის ხელისუფლებამ როგორც ჩანს გადაწყვიტა საქართველოს პრეზიდენტისათვის მიხეილ სააკაშვილისათვის თავისებურად მიელოცა დაბადების დღე. დღეს 21 დეკემბერს, მოსკოვში "პოკლონნაია გორაზე" გაიხსნება მონუმენტი სახელწოდებით - "ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩვენ ერთად ვიყავით", - მონუმენტი არის ანა...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაზეთ "ასავალ-დასავალში" გამოქვეყნებულ სკანდალურ მასალასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. როგორც დღეს გამართულ ტრადიციულ პრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურ კომენტარს აღნიშნულზე არ გააკეთებს. "ეს...
საქართველოს პრეზიდენტს მინისტრთა კაბინეტი, ინფლაციასთან დაკავშირებულ სამთავრობო გეგმას, ორ კვირაში წარუდგენს. ამის შესახებ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა. "გასულ კვირას გამართულ მთავრობის სხდომაზე განსაკუთრებული აქცენტები ეკონომ...
დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის საიუბილეო მე-10 გათამაშებაში ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" და დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "ვიტ ჯორჯია" შეხვდებიან. მატჩის ორგანიზატორმა სფფ-მ გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა - 25 ათასი...
ხვალ, 22 დეკემბერს, "თბილისის ომის" დაწყებიდან 19 წელი სრულდება. 1991 წლის 22 დეკემბერს დილის 8-ის ნახევრიდან, რუსთაველის გამზირზე ქვეყნის პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიასა და ოპოზიციის მომხრეთა შორის დაპირისპირებით შეიარაღებული შეტაკება დაიწყო. თბილისის ომმა, რომელიც 15 დღის განმავლო...
ბუბა კიკაბიძემ ალექსანდრე ლუკაშენკოს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ქართველმა მომღერალმა მინსკში კონცერტი გამართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. შესრულდა ახალი და ყველასთვის ნაცნობი სიმღერები. ბელორუსში ჩატარებული კონცერტი ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში დაგეგმილი ტურნეს შემ...
"ქართული პარტიის" ლიდერის ლევან გაჩეჩილაძის შეფასებით, "ბადრი ბიწაძის საქციელი მამაკაცურ შურისძიებას არ წარმოადგენს". "რაც მე წავიკითხე, ის არ არის მამაკაცური შურისძიება, ის სიბინძურე და ჭუჭყია. დღეს ჩემს წარმოდგენაში დაირღვა ზღვარი - უკადრებელსა და საკადრებელს შორის, ამიტომაც არ შემიძლია ჩემს ტრადიციებს ...
კომპანია "თელასმა" ქვესადგურ "დინამოს" რეკონსტრუქცია დაასრულა. ქვესადგურ "დინამოს" რეკონსტრუქციაზე, რომელიც გამანაწილებელი ქსელის ტექნიკური რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ჩატარდა, "თელასმა" 4 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა. ქვესადგურის კაპიტალური განახლება განხორციელდა მომხმარებლ...
21-22 დეკემბერს გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ორთვინ ჰენიგი ოფიციალური ვიზიტით თელავს ეწვევა. ელჩი შეხვდება კახეთის გუბერნატორს, გიორგი ღვინიაშვილს, თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელს, ვასილ დავითაშვილს და თელავის უნივერსიტეტის რექტორს დავით მახაშვილს. თელავის უნივერსიტეტში ორთვინ ...
"უნიქარდი" და ტანსაცმლის მაღაზიათა ქსელი IKKS "უნიქარდის" მომხმარებელს ერთობლივ საახალწლო აქციას სთავაზობს. ეწვიეთ მაღაზია IKKS -ს, ისარგებლეთ ექსკლუზიური 30-40 პროცენტიანი ფასდაკლებით და დაგროვეთ ქულები, ყოველ 10 ლარზე 2,3 ქულა. "IKKS" არის ცნობილი ფრანგული ტანსაცმლის...
ბელორუსში საპრეზიდენტო არჩევნების დროს მომხდარი არეულობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის შესახებ ინფორმაციას "იტარ-ტასი" ბელორუსის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით აცხადებს. "მშვიდობიანი აქცია გადაიზარდა მინისტრთა საბჭოს შენობის აღების მცდელობაში. იქ ცენტრ...