დღეს, 21 დეკემბერს, საქართველოს საფეხბურთო სუპერთასის საიუბილეო მე-10 გათამაშებაში ერთმანეთს საქართველოს მოქმედი ჩემპიონი რუსთავის "ოლიმპი" და დავით ყიფიანის თასის მფლობელი თბილისის "ვიტ ჯორჯია" შეხვდებიან.
მატჩის ორგანიზატორმა სფფ-მ გამარჯვებულისთვის საპრიზო თანხა - 25 ათასი ლარი დააწესა.
შეხვედრა ეროვნულ სტადიონზე, 17:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება უფასოა.
პირდაპირი ტელერეპორტაჟი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხით გადაიცემა.
სფფ-მ სუპერთასის ჩატარება 1996 წლიდან დაიწყო და იმის გამო, რომ 2000-დან 2005 წლამდე ორგანიზაციული პრობლემები არსებობდა, საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის გაკეთება მოუწია.
"ვეტერინარები" სუპერთასის ბოლო გამარჯვებულებიც არიან.