ყვარლის ტყეში ცეცხლის ჩაქრობას ვერტმფრენებით ცდილობენ, თუმცა ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხანძარი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ხანძრის ჩაქრობაში სატყეო დეპარტამენტი, სახანძრო-სამაშველო სამსახური და ადგილობრივი მოს...
ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით ტყიდან საშენი და საშეშე მასალის გამოტანის პროცედურებზე კონტროლი მკაცრდება. ტყეში საშეშე და საშენი მასალის დასამზადებლად დაინტერესებულმა პირმა ნებართვა სატყეო განყოფილებებში უნდა მიიღოს, მასალის დასამზადებლად მას მინიმუმ 15-დღიანი ვადა ეძლევა. დამზადებული ხე-ტყის დანიშნულე...
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ქართველი ოფიცრის მუხრან შუკვანის დაღუპვის გამო და უთანაგრძნობს დაღუპულის ოჯახს, დაჭრილ ალიკა გითოლენდიას კი გამოჯანმრთელებას უსურვებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულების დროს დაიღუპა საქართველოს...
აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი კონდოლიოზა რაისი თბილისში არ ჩამოვა, იგი ბათუმიდან ირლანდიის დედაქალაქ დუბლინში გაემგზავრა. ამ ეტაპზე უცნობია, თუ რა მიზეზით არ ჩამოვიდა კონდოლიზა რაისი საქართველოს დედაქალაქში. შეგახსენებთ, რომ დღეს, გამთენიისას, ბათუმის პორტში მსოფლიოს ყოფილი ლიდერების გემი შემოვიდა...
რუსეთის შს სამინისტრო აცხადებს, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკების მომზადების სპეციალური ბანაკები შეიქმნა. განცხადება ამის შესახებ ჩრდილო-კავკასიის ფედერალური ოლქის რუსეთის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ გენერალ-მაიორმა ნიკოლაი სიმაკოვმა გააკეთა. ...
ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ევროპის დაცული ტერიტორიების ქსელის PAN-Pარკს ინიციატივით კონფერენცია `ევროპის ველური ბუნების მენეჯმენტის გაუმჯობესება~ იმართება. 6 სექტემბერს კონფერენციას ოფიციალურად გახსნიან PAN-Parks-ების მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე ლუის ფრანკენჰუისი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურს...
"ქრისტიან-დემოკრატები" მწუხარებას გამოთქვამენ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცის დაღუპვის გამო და მუხრან შუკვანის ოჯახს სამძიმარს უცხადებენ. "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" სპეციალურ განცხადებაში გამოთქვამს იმედს, რომ სამედიცინო პერსონალი ყველაფერს გააკეთებს დაჭრილი ჯარისკაცის, ალექსანდრე...
ისრაელის სამშენებლო კომპანია "აშტრომ ინტერნეიშენალმა" თელ-ავივის საოლქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა და საქართველოსგან იმ გარანტიების კონფისკაციის შეჩერებას მოითხოვს, რომელიც ისრაელის მხარემ 2008 წელს სახელმწიფო ფონდ "ათასწლეულის გამოწვევა საქართველოს" მისცა. "აშტრომ ინტერნეიშენელმა" სასამართლოს წარუდგ...
ყვარლის ტყეში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდირება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა. "ხანძრის ჩაქრობაში სატყეო დეპარტამენტი, სახანძრო-სამაშველო სამსახური, ა...
მცხეთის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო დეპარტამენტის თავმჯდომარემ პაპუნა ხაჩიძემ განუცხადა, მცხეთის ტყეში წუხელ ხანძრის თავიდან გაჩენის საფრთხე კვლავ არსებობდა, თუმცა სატყეოს თანამშრომლებმა დროულად შესძლეს კერების ლიკ...
იერიში განხორციელდა წუხელ დაღესტანში არსებულ სამხედრო პოლიგონ "დალნიზე". სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე რამდენიმე უცნობმა პირმა ავტომობილით შეღწევა სცადა. მას შემდეგ კი რაც ავტომობილს გზა სამხედროებმა გადაუკეტეს, იგი აფეთქდა. რუსული მედიის ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად სამი ადამიანი გარდაიც...
დღეს, 6 სექტემბერს, მოსკოვში ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატი იწყება. 6-8 სექტემბერს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები იასოპარეზებენ, 10-12 სექტემბერს თავისუფალი სტილის მოჭიდავეები. მოსკოვში მიმავალ დელეგაციას რუსულმა მხარემ ერთი "სიურპრიზი" უკვე გაუკეთა - ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პ...
დღეს, 6 სექტემბერს, 11:00 საათზე საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლადო ვარძელაშვილი ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე საცურაო აუზ "ოლიმპიკს" ისანი-სამგორის რაიონის სოციალურად დაუცველ ბავშვებთან ერთად ეწვევა. სამინისტროს პრეს-სდამსახურის ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, სოციალუ...
ყვარლიდან 5 კილომეტრში, ე.წ. ვაზოვანის ტერიტორიაზე, დაახლოებით 20 ჰექტარზე ტყის მასივი იწვის. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ გია ცინცაძემ განუცხადა, ადგილზე კახეთის სამაშველო სამსახურის და შსს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები არიან მო...
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა თუშეთის გზაზე, თორღვას აბანოდან 20 კილომეტრში. თუშეთიდან ალვანისკენ მომავალი ნივის მარკის ავტომანქანა დაახლოებით 70 მეტრ სიმაღლიდან ხევში გადაიჩეხა. მანქანაში მყოფი სამივე მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც კახეთის საინფორმაციო ცენტრს თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ვ...