ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში, ალექსანდრიასა და სუეცში ამბოხებულთა და დემონსტრანტთა შეტაკების დროს გარდაცვლილია 50-ზე მეტი ადამიანი. ქაიროში გარდაცვლილია 16 ადამიანი, სუეცში 13 მდე.
დილიდან ქაიროს ქუჩებში კვლავ დემონსტრანტთა სიმრავლეა. ტელეკომპანია "ალჯაზირას" ინფორმაციით, ქაიროს ქუჩებში ათასობით ადამიანია შეკრებილი, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში ჯარი დგას და ქუჩებში მძიმე ტექნიკაა გამოყვანილი.
"როიტერის" ინფორმაციით, ათასობით ადამიანი ქუჩებში სკანდირებს "წადი!" და პრეზიდენტ მუბარაკის გადადგომას ითხოვენ. ვრცელდება ასევე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პოლიციამ დემონსტრანტების მისამართით ცეცხლი გახსნა.
ტელეკომპანია "ალჯაზირას" ინფორმაციით, ეგვიპტის სიდიდით მეორე ქალაქ ალექსანდრიაში დაღუპულია 23 დემონსტრანტი. მათი უმრავლესობა თავში გასროლითაა მოკლული.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, ეგვიპტის პრეზიდენტი მუბარაკი დღეს ახალი მთავრობის შემადგენლობას გამოაცხადებს. მუბარაკი ეგვიპტეს უკვე 30 წელია მართავს.