წუხელ ვაკეში ქურდობა მიხდა. კუსტბის ასახვევთან მდებარე სავაჭრო ცენტრი "პოპული" გაძარცვეს.
რუსტავი 2-ის ინფორმაციით, უცნობმა პირმა იარაღის მუქარით სუპერმარკეტიდან თანხის გატაცება შეძლო. წაღებული თანხის რაოდენობა არ კონკრეტდება.
ადგილზე სამართალდამცავები გვიანობამდე მუშაობდნენ. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.
მაღაზიის ადმინისტრატორის თქმით, თანხის წაღებისას "პოპულში" შესულ ახალგაზრდა მამაკაცი გადაჭრილი თოფით იყო შეიარღებული.