შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპა გამოსცა აღმასრულებელი ბრძანება, რომლის თანახმადაც შეჩერდა მთელი რიგი მასშტაბური შეზღუდვების ამოქმედება, რაც გათვალისწინებული იყო რუსეთის წინააღმდეგ ე.წ. "ჯოჯოხეთური სანქციების" აქტით.
როგორც ცნობილია, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამ აქტს ჯერ კიდევ 18 სექტემბერს მოაწერა ხელი. ახალი შეზღუდვები არაუგვიანეს 18 ოქტომბრისა უნდა ამოქმედებულიყო. ამ კანონის ავტორი იყო გარდაცვლილი სენატორი ლინდსი გრემი.
აქტი ითვალისწინებდა ახალი შეზღუდვების ამოქმედების შეჩერებას, თუ ეს შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებში იქნებოდა.
"ამით ვაჩერებ გრემის კანონით გათვალისწინებული სანქციების, შეზღუდვებისა და ტარიფების გამოყენებას. კონგრესს წარვუდგინე დადასტურება, რომ ამ ეტაპზე ასეთი გამონაკლისის დაშვება შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებს შეესაბამება", - ნათქვამია ტრამპის განკარგულებაში.
ტრამპის აღმასრულებელი ბრძანებით შეჩერდა 500%-იანი დამატებითი ტარიფების დაწესება რუსულ საქონელზე და 100%-იანი ტარიფების დაწესება იმ ქვეყნების პროდუქტბზე, რომლებიც რუსული ნავთობისა და გაზის ხუთ უმსხვილეს მყიდველს შორის არიან. ასევე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც ყველაზე აქტიურად ეხმარებიან მოსკოვს სანქციებისგან თავის არიდებაში.
ახლი სანქციების დაწესება შეჩერდება მანამ, სანამ "პრეზიდენტი და სახელმწიფო მდივანი, ხაზინის მდივანსა და სავაჭრო წარმომადგენელთან კონსულტაციით არ დაადგენენ, რომ სანქციები მიზანშეწონილია".