ეგვიპტის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მთავრობის დათხოვნის გადაწვეტილება მიიღო. იგი ახალი მთავრობის შექმნის შესახებ დღეს გამოაცხადებს. ქვეყნის პრეზიდენტმა ჰოსნი მუბარაქმა მთავრობის დათხოვნის გადაწვეტილება მიიღო. იგი ახალი მთავრობის შექმნის შესახებ დღეს გამოაცხადებს.
ქვეყანაში კი არეულობა გრძელდება. დედაქალაქი ქაირო პრაქტიკულად პარალიზებულია.
პრეზიდენტის ტელემიმართვამ დემონსტრანტები ვერ შეაჩერა და ისინი კვლავ განაგრძობენ საპროტესტო აქციებს.
ქაიროში საჯარისო ნაწილებმა კონტროლქვეშ აიყვანეს ქალაქის საკვანძო ობიექტები, მათ შორის, ნაციონალური ტელეარხი და საგარეო საქმეთა სამინისტრო.
დილიდან ქაიროს ცენტრალურ მოედანზე კვლავ იკრიბებიან დემონსტრტანტები და სკანდირებენ "წადი!". ისინი ეგვიპტის პრეზიდენტის ჰოსნი მუბარაქის გადადგომას ითხოვენ, რომელიც ქვეყანას 30 წელია მართავს.
ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, 13 ადამიანია დაღუპული სუეცში, ხუთი_ქაიროში, ექვსი_ალექსანდრიაში.
სულ საპროტესტო აქციებზე დაღუპულთაA რაოდენობა 26-ს აღწევს.