ქართველმა მოციგურავე ელენე გედევანიშვილმა ევროპის ჩემპიონატზე მეხუთე ადგილი მოიპოვა. მან 53.68 ქულა დააგროვა და შედეგის გაუმჯობესების საშუალება დღევანდელ ფინალურ გამოსვლაშიც ექნება. დღევანდელი გამოსვლა შედარებით რთული და ხანგრძლივვადიანია. ამასთან, ელენე გედევანიშვილმა 4,5 წუთის განმავლობაში უნდა აჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები.
შეგახსენებთ, ბერნში გამართულ საციგურაო ჩემპიონატზე ფინელი კირა კორპი ლიდერობს. სპეციალისტთა აზრით, კირა კორპისთვის წინაღმდეგობის გაწევა მხოლოდ კაროლინა კოსტნერს (იტალია) შეეძლო, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე იგი შესაბამის ფორმაში არ იყო და მარცხი ორჯერ იწვნია. წინა ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი ელენე გედევანიშვილი კი ბერნში ფავორიტის რანგში წარდგა.