პარლამენტი რეგლამენტში ცვლილებებს დაჩქარებული წესით შეიტანს. ცვლილება კი უკავშირდება პარლამენტში დროებითი კომისიის მუშაობის საკითხს. ცვლილება განპირობებულია იმით, რომ ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების ფაქტის შემსწავლელ კომისიას მუშაობის ვადა ეწურება, თუმცა იმის გამო, რომ კომისიის თავმჯდომარე კონსტანტინე გამსახურდი...
დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის მტკიცებით, სკოლებში მშობლიური ენის საათები მცირდება. ამის შესახებ ბურჯანაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, რამდენიმე სკოლაში უკვე დაიბარეს მშობლები და გამოუცხადეს, რომ უახლოეს მომავალში მშობლიური ენის გაკვეთილების საათები შემცირდება. "...
საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლის, გია თორთლაძის საკანონმდებლო ინიციატივას - "თავისუფლების ქარტიას" მიმდინარე კვირაში პარლამენტის იურიდიული, თავდაცვისა და უშიშროების და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტები ერთობლივ სხდომაზე განიხილავენ. ამის შესახებ გადაწყვეტილება დღეს პარალმენტის ბიუროს სხდომაზე თავად კან...
ხვალ, 26 ოქტომბერს, 13:00 საათზე, შემოსავლების სამსახურის რეგიონალურ ცენტრში საფოსტო გზავნილების განბაჟების გამარტივებული პროცედურის პრეზენტაცია გაიმართება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამანათი ჩამოსვლისთანავე გადაეცემა საფოსტო ოფისს, საიდანაც მფლობელს საბაჟო ორგანოში მიუსვლელად შეუძლია გაიტანოს. თუ ტვირ...
"სააკაშვილის რეჟიმის მიერ ბოევიკების მხარდაჭერის ფაქტი ეჭვს არ იწვევს", _ ეს განცხადება რუსეთის გეოპოლიტიკური პრობლემების კვლევის აკადემიის დირექტორმა ლეონიდ ივაშოვმა გააკეთა. "საქართველოსთან მტრული დამოკიდებულება გვაქვს. ამას ემატება ის, რომ საქართველოს აქეზებენ რუსეთისადმი არამეგობ...
კასპში ,,სენტას" ბენზინ გასამართ სადგურზე თავდამსხმელი ამავე სადგურის დირექტორი აღმოჩნდა. შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოსა და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ერთობლივად გატარებული საგამოძიებო ღონისძიების შედეგად კასპში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე შპს ,,სენტას" ბენზინ გა...
სამცხე-ჯავახეთის ახალ მაგისტრალზე გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაო უახლოეს მომავალში დასრულდება. სამშენებლო სამუშაო საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა მოინახულა. მან გასვლითი თათბირი ჩაატარა და აღნიშნულ გზაზე სამუშაოს შემსრულებელი კონტრაქტორი კომპანიების ...
უმსხვილესი საიმპორტო სასაქონლო ჯგუფი 2010 წლის იანვარ-სექტემბერში ნავთობი და ნავთობ-პროდუქტები იყო 479 მლნ. აშშ დოლარით, რომლის წილმა იმპორტში 14 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, მეორე ადგილზე იმყოფებოდა მსუბუქი ავტომობილების სასაქონლო ჯგუფი 231 მლნ. აშშ დოლარით, რაც იმპორტის ...
სასაქონლო ჯგუფებიდან საექსპორტო ათეულში პირველი ადგილი კვლავ ფეროშენადნობებმა დაიკავა - მის წილად ექსპორტის 16 პროცენტი მოდიოდა და 177 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაციით, 2010 წლის 9 თვეში მსუბუქი ავტომობილების ექსპორტმა შეადგინა 153 მლნ. აშშ დოლარი, რაც ექსპორტის 14 პროცენტი იყო. მესამე ადგილზე კ...
იანვარ-სექტემბერში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67 პროცენტი შეადგინა. "საქსტატის" ინფორმაცით, უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებს შორის იყო თურქეთი (770 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (486 მლნ. აშშ დოლარი) და უკრაინა (445 მლნ. აშშ დოლარი). შეგახსენებ...
დსთ-ის ქვეყნებთან საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2010 წლის იანვარ-სექტემბერში 1489 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა (2009 წლის იანვარ-სექტემბერთან შედარებით 27 პროცენტით მეტი), აქედან ექსპორტი 444 მლნ. აშშ დოლარი დაფიქსირდა (49 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1045 მლნ. აშშ დოლარი (19 პროცენტით მეტი). "საქსტატის" ინფორმაციით, საქ...
2010 წლის 9 თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ ევროკავშირის ქვეყნებთან 1205 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 9 პროცენტით მეტია; აქედან ექსპორტი 205 მლნ. აშშ დოლარი იყო (20 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 1001 მლნ. აშშ დოლარი (7 პროცენტით მეტი). "საქსტატში" გან...
იანვარ-სექტემბერში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არაორგანიზებული ვაჭრობის გარეშე) 4608 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 17 პროცენტით მეტია. "საქსტატის" ინფორმაციით, მთლიან სავაჭრო ბრუნვაში 1098 მლნ. აშშ დოლარის ექსპორტი იყო (34 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი - 3511 მლნ...
"დემოკრატიული მოძრაობა - " ხელისუფლებას ქართული ენის უგულებელყოფაში ადანაშაულებს. როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ხელისუფლების მხრიდან ქართული ენის უგულებელყოფაზე მეტყველებს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტი, სადაც ქვეყანაში არაეთნიკური უმცირესობებისთვის ქ...
29 ოქტომბერს თბილისში კონფერენციაა "ვუახლოვდებით ევროპას?" გაიმართება. კონფერენციაზე კვლევის - ,,ეკონომიკური და სოციალური პოლიტიკა საქართველოში, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებში'' - შედეგებს ქართველ ექსპერტებთან ერთად წარადგენენ ექსპერტები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ...