აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ერზურუმში უნივერსიადის ფარგლებში ზამთრის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიას დაესწრო.
რიგით 25-ე მსოფლიო უნივერსიტეტთაშორისი ზამთრის თამაშების ოლიმპიადის "ერზურუმი 2011"-ს დახურვის ცერემონიას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ლევან ვარშალომიძე თურქეთის სახელმწიფო მინისტრთან ფარუქ ნაფიზ ოზაქთან ერთად დაესწრო.
ზამთრის თამაშებში მონაწილეობა 58 ქვეყნის სამი ათასამდე სპორტსმენმა მიიღო, 11 სახეობაში გასამართ ასპარეზობებს 200 ათასამდე მაყურებელი დაესწრო. რიგით 25-ე მსოფლიო უნივერსიტეტთაშორისი ზამთრის თამაშების ოლიმპიადა 28 იანვარს გაიხსნა.
ვიზიტის ფარგლებში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე და თურქეთის სახელმწიფო მინისტრი შეთანხმდნენ თურქეთისა და აჭარის სამთო-სათხილამურო კურორტების განვითარებაში ურთიერთთანამშრომლობაზე, რაც გულისხმობს აჭარაში, კერძოდ გოდერძის უღელტეხილზე ულტრათანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტის მოწყობას.
აჭარის მთავრობის ოფიციალური დელეგაცია მთავრობის თავმჯდომარის ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით თურქეთში ოფიციალური ვიზიტით მეორე დღეა იმყოფებიან.