რუსეთის მიერ ზაპოროჟიეს ოლქის დაბა კომიშუვახაზე 2 ნოემბერს განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა. ამის შესახებ ზაპოროჟიეს საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მიხაილo სემიკინმა განაცხადა.
„რუსეთის მიერ 2 ნოემბერს კომიშუვახაზე განხორციელებული დარტყმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ უკვე 53-ს მიაღწია“, – დაწერა მან Telegram-ზე.
კომიშუვახაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უკვე მეხუთე დღეა გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ 2 ნოემბერს რუსეთმა მიზანმიმართული იერიში მიიტანა სკოლაში განთავსებულ ჰუმანიტარულ ცენტრზე, სადაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დახმარებას არიგებდნენ. რუსმა ოკუპანტებმა სკოლას საავიაციო ბომბებით დაარტყეს. ხალხმა თავშესაფარს შეაფარა თავი, რის შემდეგაც რუსულმა ძალებმა განმეორებითი დარტყმა განახორციელეს და თავშესაფარს კიდევ ცხრა საავიაციო ბომბი ესროლეს.