სამართალდამცველები მოსკოვის "დომოდედოვოს" აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზებისთვის ინგუშეთში მცხოვრებ ორ ეჭვმიტანილს ეძებენ.
ამის შესახებ "ინტერფაქსი" ინფორმაციას სამართალდამცავი ორგანოებიდან წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
"ამ დროისთვის ძებნა გამოცხადებულია ორ ახალგაზრდაზე, რომლებიც ინგუშეთის სოფელ ალი-იურტიდან მაგომედომ ევლოევისთან ერთად გაქრნენ, რომელმაც წინასწარი ინფორმაციით "დომოდედოვოში" ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში მოიყვანა", - აღნიშნავს სააგენტოს წყარო.
მან აქვე დაამატა, რომ როგორც კი შესაძებელი გახდა თვითმკვლელი ტერორისტის ვინაობის დადგენა, სამართლადამცველებმა მისი კონტაქტების და ახლობლების შესწავლა დაიწყეს.
გამოძიების თანახმად კი, თვითმკვლელის წრიდან შესაძლებელია მოსკოვის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის ორგანიზატორებიც იყვნენ.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის აეროპორტ "დომოდედოვოში" მომხდარი ტერაქტის შედეგად 36 ადამიანი დაიღუპა და 110 დაშავდა.